06 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
კარლოს პუჩ-დემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

კარლეს პუჩ-დემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამავდროულად, ავტონომიის ლიდერმა პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მადრიდთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით, რამდენიმე კვირით გადადება სთხოვა. დეკლარაციის ხემოწერის შემდეგ პირველ კომენტარი უკვე გააკეთა ოფიციალურმა მადრიდმა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, კარლოს პუჩ-დემონი კანონის შესრულებას უნდა დაუბრუნდეს, თუკი ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები სურს.

დღეს ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური მადრიდი კატალონიის პარლამენტის დაშლისა და ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი კონტროლის დამყარების შესაძლებლობას განიხილავს.

დღის ამბები