06 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
აშშ-ის ზეწოლის საპასუხოდ, ირანი სარაკეტო პროგრამას კიდევ უფრო გააძლიერებს - ჰასან როუჰანი

აშშ-ის ზეწოლის საპასუხოდ, ირანი სარაკეტო პროგრამას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ასე გამოეხმაურა თეირანთან მიმართებაში ოფიციალური ვაშინგტონის ახალ სტრატეგიას ჰასან როუჰანი.

ირანის პრეზიდენტის თქმით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, გააუქმოს ან შეცვალოს საერთაშორისო დონეზე გაფორმებული ბირთვული შეთანხმება.

როუჰანმა დონალდ ტრამპი ირანის უსაფუძვლო კრიტიკაშიც დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებების მიუხედავად, 2015 წელს მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვას გეგმავს ევროკავშირი, რაზეც განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, გააკეთა. 

დღის ამბები