06 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ტერაქტი სომალის დედაქალაქში - დაღუპულთა რაოდენობა 276-მდე გაიზარდა

სომალის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 276-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრო ავრცელებს. 300-ზე მეტი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.

სომალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი 2 დღის წინ მოხდა. მოგადიშუს ერთ-ერთ სასტუმროს შესასვლელთან დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა. რამდენიმე საათში კი, აფეთქების ხმა ქალაქის სხვა რაიონშიც გაისმა.

ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

 

ფოტო - Reuters

დღის ამბები