06 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
მადრიდის მიერ კატალონიის ლიდერისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

ოფიციალური მადრიდის მიერ კატალონიის ლიდერისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ცენტრალური ხელისუფლება კარლეს პუჩდემონისგან განმარტებას ითხოვდა, გამოაცხადა თუ არა მან ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა.

მოთხოვნის საპასუხოდ, კატალონიის ლიდერმა ესპანეთის პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში დიალოგის დაწყებას სთავაზობს.

წერილში ავტონომიური რეგიონის სტატუსზე საუბარი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც კატალონიას ავტონომიის შეჩერებით ემუქრება.

დღის ამბები