06 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ესპანეთსა და პორტუგალიაში კვლავ ხანძრებს ებრძვიან - არის მსხვერპლი

ესპანეთსა და პორტუგალიაში კვლავ ხანძრებს ებრძვიან. ყველაზე დიდი მსხვერპლი სტიქიას პორტუგალიაში მოყვა, სადაც 27 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციაში 6 ათასი მეხანძრე მონაწილეობს.

სამუშაოებს კიდევ უფრო აფერხებს ქარიშხალი ოფელია, რომელიც ევროპის დასავლეთ სანაპიროს უტევს. ძლიერის ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ახალი კერები ჩნდება.

ხანძრებს მსხვერპლი მოყვა ესპანეთშიც, გალისიის რეგიონში სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები