06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ქსენია სობჩაკი რუსი პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს

ქსენია სობჩაკი რუსი პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს. ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მისი გასამართლება შეუძლებელია.

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ქსენია სობჩაკმა აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის მიერთებით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

პოლიტიკოსებმა სობჩაკის განცხადებაში სეპარატიზმის ნიშნები შენიშნეს და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრება არ გამორიცხეს.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ კანონის თანახმად გასამართლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებები ექვემდებარება, მან კი მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები