06 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. "ტოპოლის" მოდელის რაკეტა პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს. მან მისია წარმატებით შეასრულა და ათასობით კილომეტრის დაშორებით პირობითი სამიზნე გაანადგურა.

რაკეტების გაშვების ამსახველი ვიდეო მასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გამოცდა სტრატეგიული კოსმოსური ძალების წვრთნის ფარგლებში ჩატარდა.

რაკეტები ხმელეთის გარდა, წყალქვეშა ნავებიდანაც გაუშვეს. გამოცდას დაესწრო ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც 4 რაკეტა თავად გაუშვა.

დღის ამბები