06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ერაყელი ქურთების ლიდერი თანამდებობას ტოვებს

ერაყელი ქურთების ლიდერი თანამდებობას ტოვებს. მასუდ ბარზანის გადადგომის მიზეზი, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ გამოწვეული რეგიონული კრიზისია. ბარზანს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე დღეში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ მოითხოვს.

ქურთისტანის ლიდერმა მოწინააღმდეგეები ღალატშიც დაადანაშაულა იმის გამო, რომ მათ ორი კვირის წინ ქალაქი კირკუკი ერაყის სამთავრობო ძალებს უბრძოლველად ჩააბარეს.

ბარზანის გადადგომასთან დაკავშირებით ქურთისტანის პარლამენტში განხილვაც გაიმართა, რომლის დროსაც მისი მხარდამჭერები შენობაში შეიჭრნენ. გავრცელებული ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

დღის ამბები