ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ქართულ მხარეს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დაბალანსების და კონტროლის უფრო ძლიერი სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მმართველობის სფეროში უსაფრთხოების სამსახურების როლის გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ხელისუფლებამ სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი უნდა უზრუნველყოს.
ასამბლეის თანამომხსენებლებმა სინანული გამოთქვეს საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლის გადადებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.