06 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა გამოძიებას და საზოგადოებას წაყენებულ ბრალდებებზე უნდა უპასუხოს - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. პეტრო პოროშენკო ყოფილ თანაგუნდელს ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებასა და სასამართლოს ჰპირდება.

განცხადება პეტრო პოროშენკომ ვილნიუსში, ლიტვის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უკრაინის პირველი პირი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში არ ერევა და აცხადებს, ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან.

„მან გამოძიებას და საზოგადოებას წაყენებულ ბრალდებებზე უნდა უპასუხოს. თუ ის არ პასუხობს, ეს ბრალდებების საფუძვლიანობაზე მეტყველებს. ჩემი პოზიციაა, როგორც პრეზიდენტი, არ ვერევი ამ საქმეში, არ გამომიჩენია და არ გამოვიჩენ ინტერესს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო. მე შემიძლია და ვალდებულიც ვარ, ეს უზრუნველვყო,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს მიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებასაც არ იმსახურებს.

შეფასება ამ თემაზე არ გაუკეთებია დალია გრიბაუსკაიტეს. ლიტვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უკრაინის შიდა საქმეებია და ამ საკითხში ვილნიუსი არ ერევა.

დღის ამბები