„ადამიანები როცა ბრალდებებს დააყენებენ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მართებთ, კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინონ, რასთან გვაქვს საქმე,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ გააკეთა.
„უცნობმა“ მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტელურ გარიგეგებებში დაადანაშაულა.
მამუკა მდინარაძე პრემიერმინისტრის განცხადებასაც, სადაც მან გიორგი გაჩეჩილაძე გააკრიტიკა, გამოეხმაურა და მას ლოგიკური უწოდა.
„ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავს მოვლენებს ობიექტურად დააკვირდება, ნახავს ძალიან დიდ ლოგიკას პრემიერის განცხადებაში. ასეთ ძალიან მძიმე ბრალდებებს ყოველთვის სჭირდება კონკრეტული არგუმენტები, მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, არ შეიძლება ასეთი განცხადებები ვინმემ სერიოზულად განიხილოს. რასაც პრემიერი ამბობს, ლოგიკა არის უდიდესი,“ - განაცხადა მდინარაძემ.