20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
თუ საზოგადოება ვერ იღებს ხელში დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატია შეიძლება გადაიზარდოს მმართველობის სრულიად სხვა ფორმაში - პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლსა და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისთვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა და სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

„დემოკრატია, რესპუბლიკა ბუნებრივია, არის ყველაზე ადეკვატური ფორმა იმისთვის, რომ იქნას დაცული ინდივიდის უფლებები და თუ მოქალაქეები თუ საზოგადოება ვერ იღებს ხელში დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატია შეიძლება გადაიზარდოს სრულიად სხვა ფორმაში მმართველობის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები