20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
დიალოგი უნდა იყოს სიტუაციის და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება, იყოს - სააკაშვილი ხელისუფლებასთან დიალოგზე

"დიალოგი უნდა იყოს სიტუაციის და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება იყოს?" - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებით გააკეთა. 

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, დიალოგი  მხოლოდ  ხელისუფლების შეცვლაზე შეიძლება შედგეს. 

“ყველანაირი მცდელობა, რომ დაგვაშინონ, ხალხს ტვინი აურიონ, დაარწმუნონ, რომ ამას აზრი არ აქვს, ჩაიფუშება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა გაფართოვდება, მერე რა რომ ახალი წელია წინ, ჩვენ დრო გვაქვს, დრო ჩვენზე მუშაობს, მათ დრო არ აქვთ და ერთადერთი, რაზეც ისინი ჩვენ შეიძლება მოგველაპარაკონ არის წყნარად, ხელისუფლების გადასვლა და გადაბარება. დიალოგი უნდა იყოს სიტუაციის და ხელისუფლების შეცვლაზე, დიალოგი სხვა რა თემაზე შეიძლება იყოს? სროლას ხომ არ დავიწყებთ? ასეთი რაღაცეები წყდება მშვიდობიანად, მაგრამ ის, რომ კომპრომისები არ იქნება ამ თემაზე, ეს საერთოდ ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ჩვენ ვიქნებით ძალიან მტკიცეები, ჩვენ წავალთ ბოლომდე, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, მე უკან დასახევი გზა არ მაქ, ჩემი თავი იმ წუთიდან, როცა გადმოვლახე პოლონეთი-უკრაინის საზღვარი, გადავდე,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პირად წერილში შერიგება შესთავაზა.

 

დღის ამბები