20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - მთავრობის ახალ შემადგენლობასთან კითხვები ოპოზიციის მსგავსად მმართველ გუნდსაც აქვს 

მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან დაიწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში ელოდებიან. კვირიკაშვილის მთავრობა უმრავლესობის და უმცირესობის შეკითხვებს უპასუხებენ. ნდობის გამოცხადების საკითხი კი, კვირის ბოლოს პლენარულ სხდომაზე დადგება.

„ჩვენ კომიტეტის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ მინისტრებს, მათი ხედვა იქნება წარმოდგენილი, რას გეგმავენ და რა რეფორმების განხორციელებას აპირებენ. შესაძლებელი იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმშიც პროცესის წარმართვა და შემდეგ იქნება კენჭისყრები კომიტეტის ფორმატში. კენჭისყრები არის ფარული კომიტეტში ნდობის გამოცხადებაზე, შემდეგ უკვე იქნება პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ დავასრულოთ პოლიტიკურ ჯგუფებში და კომიტეტებში ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობა და უკვე გადაინაცვლებს ეს პროცესი პარლამენტში,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს ნინო გოგუაძეს კითხვები ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს. მისი თქმით, საინტერესოა ხედვა, როგორ აპირებს მთავრობა მუშაობას უკვე სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ.

„ბუნებრივია, არის შეკითხვები იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თანმიმდევრული, გააზრებული განხორციელება სჭირდება და სწორედ ეს იქნება ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მინისტრების მიმართ იქნება დასმული,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადახალისებული მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თავს ვერ გაართმევს. უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ. 

დღის ამბები