20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
სადაც ეს იქნება დადასტურებული, უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული - შს მინისტრი ნარკოტიკის ჩადების ფაქტებზე 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ დადასტურდება პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკის ან იარაღის ჩადების ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული.

გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებას უპასუხა, სადაც მან ნარკოტიკის და იარაღის ჩადების ფაქტებზე ისაუბრა და მაგალითად „ბირჟა მაფიას“ ე.წ. რეპერების საქმე მოიყვანა.

„რაც ეხება ჩადების კომპონენტს, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ბირჟა მაფიის კონტექსტში. აქ გადაწყვეტილებაა დევნის შეწყვეტაზე თავად. ვხედავთ, რომ ბალანსის მომენტი მუშაობს. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო კომპონენტი როდესაც შს სამინისტროში ვერ უძლებს იმ სტანდარტს, რა მოთხოვნებიც გაჩნდა სასამართლოს მხრიდან, მაშინ ჩნდება ეს მახინჯი რეციდივები, რომლის წინააღმდეგაც ასევე გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც ეს იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები