07 დეკემბერი 2024,   06:01
ვრცლად
სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ახალგაზრდის ოპერაცია თითქმის სამ საათ-ნახევარს გაგრძელდა - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია გაუკეთეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოდან რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.

ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ოპერაცია დაახლოებით სამ საათ-ნახევარს გაგრძელდა.

თელავის რეფერალური სავადმყოფოს მენეჯერი, ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ოპერაციის ჩასატარებლად, თელავის რეფერალური საავადმყოფოს მოთხოვნით თბილისიდან სპეციალისტები, მათ შორის, ნეიროქირურგიც, ჰოსპიტალში უკვე ჩავიდნენ.

გამთენიისას პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი. სწორედ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ის თავის და მხარის არეშია დაჭრილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები