14 ნოემბერი 2024,   22:10
ვრცლად
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეკარე ცუდად გახდა - ექიმებმა ქართველი ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს

ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა უბედური შემთხვევის გამო შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები