14 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
"დორტმუნდის ქურდი მეკარე," - ფეხბურთელი, რომელიც მსაჯს ბურთს ჰპარავს

"დორტმუნდის ქურდი მეკარე," - ამ სახელწოდებით სახალისო ვიდეო გავრცელდა დორტმუნდის ბორუსიას მეკარეზე, რომან ბურკიზე, რომელსაც მატჩის დაწყების წინ უჩვეულო რიტუალი აქვს.

სანამ კაპიტნები მსაჯთან ერთად შეთანხმდებიან რომელი გუნდი მოედნის რომელ მხარეს ითამაშებს, ან ვინ დაიწყებს შეხვედრას, ამ დროს ბურკი ჩუმად ან მსაჯს ჰპარავს ბურთს, ან ბავშვებს.

გავრცელებული ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

დღის ამბები