საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში არსენალთან გამართულ მატჩში მიიღო. ოქრიაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა 9 წუთში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
კრასნოდარი ამ დროისთვის კაცნაკლული თამაშობდა, ოქრიაშვილის ტრავმის შემდეგ გუნდს ცვლილების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მოედანზე 9 კაცით დარჩა და მეტოქესთან 0:1 დამარცხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც ხანგრძლივად მოუხდა უქმობა. მეორე მუხლზე ანალოგიური ტრავმის გამო იგი ასევე ხანგრძლივ რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა.