ბარსელონას ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა, ლას პალმასთან შეხვედრის ბოლო წუთზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამ ფაქტმა ურუგვაელი ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა, მან ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და ბარსელონას მაისური შემოიხია.
ამ ფაქტმა ბარსელონას გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ფეხბურთელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.
შეხვედრა ბარსელონამ კატალონიის რეფერენდუმის დროს განვითარებული მოვლენების გამო ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბლაუგრანა ესპანეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად, 21 ქულით ლიდერობს.