საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ორი მატჩისთვის მომზადება დაიწყო.
საწვრთნელ პროცესში ვლადიმირ ვაისმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი კარგ სათამაშო კონდიციაშია და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება. გუნდს ტრავმების გამო ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დააკლდება. ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ლუკა ჰუფნაგელი გამოიძახა. სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს უელსის ნაკრებსაც, თბილისში გუნდს გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება.
საქართველო უელსის საფეხბურთო დაპირისპირება 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.