14 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საქართველო VS უელსი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი უელსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც თბილისში მთავარი ვარსკვლავის, გარეტ ბეილის გარეშე ჩამოვიდა. სერიოზული საკადრო დანაკლისი აქვს საქართველოს ნაკრებსაც. ბრიტანელების წინააღმდეგ გასამართ მატჩს ტრავმების გამო ეროვნულ გუნდის 3 წამყანი მოთამაშე ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე გამოტოვებენ.

პირველ წრეში უელსისა და საქართველოს შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. კარდიფში გამართულ მატჩში ბურთები გუნდების ლიდერებმა გარეტ ბეილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე და ბეილის გარეშე თამაშის გამოცდილებაზე ისაუბრა ჩვენთვის უელსელების წინააღმდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩის მონაწილემ კრის კოლმენმა. უელსის ნაკრების ახანდელი მთავარი მწვრთნელი იმ მატჩში მონაწილეობდა რომელიც 1994 წელს მასპინძლებმა მეტოქეს თბილისში 5:0 მოუგეს

D ჯგუფში 14 ქულით უელსის ნაკრები მეორე ადგილზეა და თბილისში 3 ქულის მოპოვება აუცილებლად სჭირდება. საქართველოს ნაკრები კი მიმდინარე შესარჩევ ციკლში მოგების გარეშეა და 5 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. საქართველო უელსის ეროვნულ გუნდთა დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები