საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქესთან ისტორიაში პირველად დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში ტომ ლოურენსიმ გაიტანა. აქამდე ჩატარებულ 4 მატჩში საქართველოს უელსი 3-ჯერ ჰყავდა დამარცხებული 1 მატჩი კი ფრე დასრულდა.
საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 5 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ეროვნული გუნდი სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.