14 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
წლის ბოლო შეხვედრა - სერბეთი VS საქართველო

დღეს საქართველოს ფეხბურტელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის ბოლო შეხვედრას სტუმრად სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

გუნდს ტრავმის გამო კვლავ ვერ დაეხმარებიან ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე. სერბეთის ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

პარალელურად ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა კარდიფში გაიმართება, სადაც უელსის ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. ორივე გუნდი ინარჩუნებს მსოფლიო ცემპიონატის პლეიოფში მოხვედრის შანსებს.

სერბეთისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები