საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ბოლო შეხვედრაშიეროვნულმა გუნდმა სერბეთთან სტუმრად ითამაშა და 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და რიგ მომენტებში ქართველებმა სერბებს აჯობეს კიდეც, თუმცა მეორე ნახევარში, მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და შედეგად 74-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ პრიოვიჩმა ანგარიში გახსნა.
სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. პარალელურ შეხვედრაში ირლანდიამ სტუმრად დაამარცხა უელსი და მეორე ადგილი დაიკავა. ირლანდიელები ფლეი-ოფში იბრძოლებენ მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად.
საქართველოს ნაკრებმა კი D ჯგუფში 5 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. ეროვნულმა გუნდმა დასრულებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.