საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარა და მესამედაც დიდი ანგარიშიც თამარცხდა. ამჯერად ეროვნული გუნდს სტუმრად ფარერის კუნძულების ნაკრებმა 3:1 სძლია.
ფარერებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი, ხოლო მეორე ნახევარში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 0 ქულა აქვს და ბოლო ადილს იკავებს. 21-წლამდელთა გუნდმა სამი გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ კარში კი 11 მიიღო.
ფარერებმა კი ჯგუფში პირველი გამარჯვება სწორედ საქართველოსთან მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს გია გეგუჩაძე იკავებს. ამ დროისთვის უცნობია დარჩება თუ არა გეგუჩაძე პოსტზე.