14 ნოემბერი 2024,   22:13
ვრცლად
ჩოგბურთის კლასიკო - ფედერერმა ნადალი დაამარცხა და 27-ე მასტერსი მოიგო

შანხაის 1000 ქულიანი მასტერსი როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში 36 წლის ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი 2 სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა და შანხაის მასტერსის ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. ნადალს ფინალამდე 17 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და მატადორი მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ დაამარცხა, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

შეხვედრა როჯერ ფედერერმა შესანიშნავად, შეცდომების გარეშე ჩაატარა. მეტოქეს ბრეიკ პონტის მოპევების საშუალებაც კი არ მისცა და თავად 3-ჯერ მოიგო ნადალის ჩაწოდება. 19 გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა 10 ეისი მიითვალა, რაფამ კი მხოლოდ ოთხი. მატჩი 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.

შედეგად ფედერერმა კარიერაში 27-ე მასტერსი, მიმდინარე წელს კი მეექვსე ტიტული მოიგო. 1000 სარეიტინგო ქულასთან ერთად ვეტერანმა 1 მილიონ 200.000 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამასთანავე ფედერერმა რეიტინგში ნადალთან სხვაობა შეამცირა. მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა გრძელდება. 36 წლის შვეიცარიელს ამისთვის პარიზის მასტერსის და წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება მართებს.

 

დღის ამბები