14 ნოემბერი 2024,   22:10
ვრცლად
ფეხბურთელმა წითელი ბარათი მატჩის დაწყებიდან 9 წამში მიიღო

არგენტინის თასზე გოდოი კრუზსა და როსარიო ცენტრალს შორის გამართული შეხვედრის დაწყებიდან მე-9 წამზე სტუმრათა გუნდის მცველმა, ფერნანდო ტობიომ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ტოპიომ თავისი გუნდის კართან საგოლე შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

10 კაცით დარჩენილმა როსარიო ცენტრალმა დაძაბულ შეხვედრაში მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და მატჩი 2:3 მოიგო. 

დღის ამბები