ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის რეალი სენსაციურად კატალონიაში, ლა ლიგის დებიუტანტ ჟირონასთან 2:1 დამარცხდა.
ანგარიში მე-12 წუთზე ისკომ გახსნა და სამეფო კლუბი დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში კატალონიურმა გუნდმა ორი გოლი გაიტანა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
"პოლიტიკური მატჩი," - ასეთი შეფასებები მოყვა რეალის მარცხს სოციალურ ქსელში. გულშემატკივრები მადრიდელების სუსტ თამაშს ესპანეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ.
სამეფო კლუბი ჩემპიონატის ლიდერს, ბარსელონას უკვე 8 ქულით ჩამორჩება და მოპოვებული 20 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.