როჯერ ფედერერის და ხუან მარტინ დელ პოტროს მონაწილეობით ძალიან დაძაბული გამოდგა ბაზელის ტურნირი. შვეიცარიელმა მატჩი 3 სეტში 6:7, 6:4, 6:3 მოიგო.
უშეღავათო ბრძოლა პირველივე გეიმში დაიწყო, როდესაც დე პოტრომ თავისი ჩაწოდება დაკარგა, თუმცა მეტოქე უმალვე დააბრეიკადა სეტის გამარჯვებულის ვინაობა ტაი ბრეიკზე გაირკვა. საჩოგბურთო ლატარიაში არგენტინელმა კვლავ ჩაწოდების დაკარგვით დაიწყო, თუმცა ქამბექი მოახერხა და ტაი ბრეიკი 5:7 მოიგო.
მეორე პარტიაში კვლავ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ფედერერმა გამარჯვება მხოლოდ მე-10 გეიმში მოპოვებული სეტპოინტით შეძლო. მესამე სეტი შვეიცარიელებისთვის მოულოდნელად დაიწყო. ჩაწოდება ფედერერმა გახსნა და დაბრეიკდა. ამის მიუხედავად დელ პოტრომ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თავისი ზედიზედ 2 მოწოდება დაუთმო მეტოქეს.
დაძაბული შეხვედრა 2 საათი და 33 წუთი გაგრძელდა.
როჯერ ფედერმა ბაზელის 500 სარეიტინო ქულიანი ტურნირი მერვედ მოიგო, რაც ლეგენდარული ჩოგბურთელის კარიერისთვის რიგით 95-ე ტიტულია. 36 წლის მსოფლიოს მეორე ჩოგანი ლონდონში გასამართ წლის შემაჯამებელ ტურნირზე იასპარეზებს.