26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
"გამოვრიცხავ, კუპრავასთან მიმართებაში რომელ პოლიტიკურ დარღვევაზეა საუბარი,"-ანრი ოხანაშვილი

მოქმედებს თუ არა ხელისუფლება და შესაბამისად სასამართლოც ორმაგი სტანდარტებით? მაშინ როცა ევროპის ჩემპიონის ჯაჭვით ცემისთვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს მხოლოდ გირაოს უფარდებენ ზვიად კუპრავას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ციხეში უშვებენ. "ქართულ ოცნებაში" შერჩევით სამართალს გამორიცხავენ და დარწმუნებული არიან, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

"გამოვრიცხავ, კუპრავასთან მიმართებაში რომელ პოლიტიკურ დარღვევაზეა საუბარი. პირველი - ნებისმიერ კანონდამრღვევის მიმართ უნდა მოხდეს რეაგირება და გეგეშიძესთან მიმართებაში რეაგირება მოხდა და პროცესი მიმდინარეობს ჯერ კიდევ, გირაოთი გამოშვება არ ნიშნავს ვინმეს გამართლებას. კუპრავამ თუ დააშავა, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, რა სახის ღონისძიებას გამოიყენებენ და შემდგომ სასამართლო როგორ იმსჯელებს ამაზე,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები