18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობისა და სხვა სამოქალაქო ჯგუფების მიმართ - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას - განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

"საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

დღის ამბები