ოპოზიცია "ლეიბორისტების ოფისში" კონსულტაციებს მართავს. ლიდერები სამომავლო გეგმაზე მსჯელობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვადასხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
"საპროტესტო აქციები გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ქალაქებში. "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. მას ჰქონდა შანსი, რომ კრიზისი გადაელახა, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამას გარდა ხელისუფლებამ გახარია დააწინაურა და დაპირებული პროპორციული სისტემა უკან წაიღო. ისინი აღარც მალავენ. ამბობენ, რომ არჩევნებს წავაგებთ და შესაბამისად ამიტომ არ უნდა მივიღოთ ეს საარჩევნო სისტემა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ მომდევნო აქციის თარიღი და კონკრეტული გეგმა დღესვე უნდა დაასახელოს - სად და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი.