"შედეგს სანამ არ დავინახავთ, მანამდე გამწვავდება ეს პროტესტი," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური ლიდერების შეკრების წინ განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ შემუშავებულ ინიციატივას ვენეციის კომისიას გადაუგზავნის, საიდანაც შენიშვნებს დაელოდება.
"სანამ არ იქნება ის შედეგი, რაც სჭირდება საზოგადოებას, სანამ ხელისუფლება უკან არ წაიღებს იმ შეურაცხყოფას, რაც ყველას მიაყენა, მანამდე რადიკალური პროცესები გრძელდება. ეს ითქვა და შედეგს სანამ არ დავინახავთ, მანამდე გამწვავდება ეს პროტესტი. ამ კვირაშიც იქნება იგივე. რა ფორმით, სად და როგორ, ამ ყველაფერს გეტყვით. ნეიტრალური არბიტრის შეფასებებს დავეთანხმოთ ორივენი წინასწარ. თუ შენიშვნა ექნებათ, იმ შენიშვნის გათვალისწინებით გავაკეთოთ. სანამ ივანიშვილი პოლიტიკურად არ გატყდება, მისი კლოუნები იმ გზავნილს გაიმეორებენ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.