პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ძირითადად ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით მიღება.
ბიუროზე ასევე სოფიო ქაცარავასთვის უფლაბამოსილების შეწყვეტისა და ვანო ზარდიაშვილის თემურ გოცირიძით ჩანაცვლების საკითხსაც განიხილავენ.
საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას თემურ გოცირიძე უკვე მომდევნო კვირიდან აპირებს. რაც შეეხება მოსამართლეების თემას, საკითხზე ბიურო, სავარუდოდ, ხუთშაბათს იმსჯელებს.