"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა რომ შეეფარდებინა, ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლებოდა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით არაფერი ივლება.
"ამ საქმეში ციხეში რომ ჩაესვათ მელია, საქმეშივე იქნებოდა თვალნათელი, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. ყველას განრიდება გაუკეთეს გარდა ქვეყანაში არმყოფი ადეიშვილისა და მელიასი. არაფერს არ ცვლის ეს გადაწყვერტილება. რომ ჩაესვათ, გვეყოლებოდა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი და კიდევ ერთი პოლიტკური განაჩენი იქნებოდა ივანიშვილისთვის," - განაცხადა ბოკერიამ.
ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.
მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.