სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილიასა" და "შეცვალეს" წევრები "ქორთიარდ მერიოტთან" საპროტესტო აქციას მართავენ.
"წლის საუკეთესო მონა" - აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტებმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს. რის შემდეგაც კობახიძეს შენობაში შესვლა სამართალდამცველების დახმარებით მოუწია.
კობახიძე "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს.