საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები მომავალ წელს, დეკემბერში გაიმართება. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს.
ჰააგის სასამართლოში სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. ჰააგაში ვიზიტის დროს, იუსტიციის მინისტრი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება არჩევნებამდე და კენჭისყრამდე 1 წლით ადრე იმისათვის, რომ კანდიდატი ეროვნულ დონეზე გამოიკვეთოს.
"ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უნდა აირჩეს, საქართველო დააყენებს საკუთარ კანდიდატურასაც.
იმედი მაქვს, რომ 2020 წლის დეკემბერში საქართველო პირველად თავის ისტორიაში შეძლებს და ჰააგის სასამართლოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვოტით პოზიციას დაიკავებს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.