18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
თავდასხმები ენმ-ის ოფისებზე - მმართველი გუნდი ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს და მხარდამჭერებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გახშირებული თავდასხმები "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ოფისებზე "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან - მმართველი გუნდი დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აქტივისტებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციას. 

"რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან მძიმეა, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდებიან. ეს არ არის მისაღები. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს და ამიტომაც მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერ ახალგაზრდებს, რომ არაფრის დიდებით არ მისცენ საბაბი პროვოკაციის, დესტრუქციული ქმედების განხორციელების ნაცმოძრაობას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები