"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ამ პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა:
"ჯერ საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი გუნდში არ არსებობს, გარდა ამისა აბსოლუტური დაუთანხმებლობა ძალიან ბევრი წევრისა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე, იმიტომ რომ ჩენ მიღებული გვაქვს უკვე გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსიც შედგა, რომ საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე. ამის სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილების არც რესურსია და არც სურვილია და არც შეჯერდება ამაზე გუნდი." - განაცხადა მდინარაძემ.