ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლების საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი კრიტიკას ეხმაურება.
"ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი პარტნიორები NDI, IRI და სხვა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ორგანიზაციები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რათა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში დაეხმარონ," - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიკრობლოგში.
"ტვიტერში" ფაქტს ასევე USAID ეხმაურება. პოსტში აღნიშნულია, რომ მათი პარტნიორები მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ.