18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მოვუწოდებ ქართველ მეგობრებს, განაგრძონ NDI-ისა და IRI-სთან თანამშრომლობა - ელიოტ ენგელი

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა NDI-ისა და IRI-ის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, NDI-ისა და IRI მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან."

ელიოტ ენგელის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაციები არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს.

"ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციურ პარტიებთან. ისინი არ ირჩევენ არცერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ შედეგს უჭერენ მხარს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი," - ნათქვამია განცხადებაში.

  

დღის ამბები