საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. "კურიერის" ინფორმაციით, ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ ისაუბრებს.
"კურიერმა" სცადა კომენტარისთვის მასთან დაკავშირება, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.
ის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.