18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოში დეპორტირებულებისთვის კომპენსაცია გადაიხადოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს. 10 მილიონი ევროს გადახდა კომიტეტმა რუსეთს ჯერ კიდევ სექტემბერში მოსთხოვა.

ევროსაბჭოს კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმა.   

დღის ამბები