"რა თქმა უნდა, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი, თუ ვინმე ოდნავ რაციონალურ წინადადებას დააყენებს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შესაძლოა ოპოზიციასთან უახლოეს მომავალში მორიგი შეხვედრა შედგეს.
"გერმანულ მოდელზე თვითონაც აღარავინ საუბრობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი, ერთი მხრივ, რაღაც დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ. დამხობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. მეორე მხარე თითქოს კონსტრუქციულია. მესამე მხარე რუსეთში დარბის. აჭრილები არიან. რა თქმა უნდა, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი, თუ ოდნავ რაციონალურ წინადადებას ვინმე დააყენებს. რაღაც საუბრები არის ამასთან დაკავშირებით და შეიძლება უახლოეს მომავალშიც შედგეს ასეთი შეხვედრა. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, დიალოგისთვის კარი ღიაა, ოღონდ საოცრებებს ნუ იტყვიან იმ დიალოგის დროს," - განაცხადა მდინარაძემ.