18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"ოცნებამ" ფუნდამენტალურად დააზიანა საქართველოს, დემოკრატიულობის იმიჯი ევროპარლამენტში და ბრიუსელშიც - დავით ბაქრაძე

უმრავლესობასა და ოპოზიციას დიალოგისკენ EuroNest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრებიც მოუწოდებენ.

დავით ბაქრაძის თქმით, ევროპარლამენტარებს ძალიან აღელვებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა "ქართული ოცნების" ტყუილმა შეიყვანა.

"ჩვენს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპარლამენტში ძალიან აღელვებთ ის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური ჩიხი რომელშიც დღეს ქვეყანა "ქართული ოცნების" ტყუილმა შეიყვანა, ამიტომ მთავარი თემა იქნება ამ პოლიტიკური კრიზისის განხილვა და იმ წინადადებების მიწოდება, რომელიც ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ მოვამზადეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაში ამიტომ ევროპარლამენტარების პოზიცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. “ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა ფუნდამენტალურად დააზიანა საქართველოს , როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ევროპარლამენტშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა შემცირდეს ის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო ქართული ოცნების ტყუილის და პოლიტიკური ჩიხში შეყვანილი პროცესის შედეგად," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სასტუმრო "ბილტმორში" თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრა დასრულდა. 

დღის ამბები