ბათუმში, პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე იმ ობიექტებზე, სადაც მასაჟის სალონებია განთავსებული საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის მუხლით მიმდინარეობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობას.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე 12 ობიექტზე ვართ შესულები ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს," - განაცხადა ირაკლი მჭედლიშვილმა.