პარიზში ნორმანდიული სამიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა. საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე, მინსკის შეთანხმების გაგრძელებასა და კონფლიქტის ზონაში ვითარების დასტაბილურებაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკიმ 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ პუტინთან დიალოგი დადებითად შეაფასა. ცნობილია, რომ რუსეთი და უკრაინა პატიმრებსაც გაცვლიან.
ნორმანდიულ ფორმატში მორიგი შეხვედრა 4 თვეში გაიმართება.