18 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"უხეში და სისხლიანი ადამიანი. ის 2010 წელს მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო" - პუტინი ხანგოშვილზე 

რუსეთის პრეზიდენტი ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს გამოეხმაურა.

ვლადიმერ პუტინმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანგოშვილი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო და გერმანულ მხარეს მის ექსტრადირებას სთხოვდა. პუტინის თქმით, დიპლომატებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონიათ.

"რუსეთში ხანგოშვილზე დაპატიმრების ბრძანება იყო გაცემული. ის უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ისიც მონაწილეობდა, 98 ადამიანი მოკლეს. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვფიქრობ, არაკორექტულია იმ დიპლომატების გაძევება, რომელთაც ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ," - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

საქართველოს მოქალაქე ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.

დღის ამბები