პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი, მხოლოდ ერთი - უმრავლესობის წევრი, ოთარ დანელია წავიდა.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი - 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 1.1 მილიარდი ლარით მეტია.